2020-01-24 17:42:44
ვინც გვერდით ეჯდა, ლამაზად მოუთაქა, მეტი არაფერი - ზარქუა ხაბეიშვილის ცემაზე

ვინც გვერდით ეჯდა, ლამაზად მოუთაქა ერთი, მეტი არაფერი - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა მისი თანაგუნდელების მხრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ცემას.

"მილიონჯერ გავაფრთხილეთ, ილაპარაკოს თემაზე არგუმენტებით, როგორც მისი კოლეგები საუბრობენ. როცა პირად შეურაცხყოფაზე გადადიხარ, მიიღებ პასუხს. მერე იქ ათი კაციო, რა ათი კაცი, ეკრანზეც ჩანს, უბრალოდ, ვინც გვერდით ეჯდა, ლამაზად მოუთაქა ერთი, მეტი არაფერი. მიუღებელია ძალადობა, მაგრამ როცა პირადი შეურაცხყოფაა, ყველა, თითოეული თქვენგანი ასე იზამდით" - თქვა ზარქუამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

დღეს, 24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ამავე თემაზე