2020-01-24 17:30:24
„ლიბერთის“ თანამშრომლები გარდაცვლილების პენსიებს ითვისებდნენ

ზუგდიდში დაკავებული ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მიცვალებულთა პენსიის მითვისებაზე დააკავეს, „ლიბერთი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის თანამშრომლები იყვნენ. ისინი სამსახურიდან ერთი წლის წინ, იმ დროს დაითხოვეს, როდესაც აღნიშნულზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„დაახლოებით, ერთი წლის წინ ბანკის შესაბამისი დეპარტამენტიდან გაუშვეს მთელი ჯგუფი. მათ ეგონათ, რომ ამით მორჩებოდა ყველაფერი, თუმცა 2-3 დღის წინ პოლიციამ ყველა მათგანი დააკავა“, - უყვება „პრაიმტაიმს“ ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი.

რაც შეეხება ჯგუფის ხელმძღვანელ ბ.ჯ-ს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან შემხებლობა არა აქვს და თანამდებობა გასული წლის ივნისის თვეში დატოვა.

„ლიბერთი ბანკში“ ამბობენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

 

წყარო:"პრაიმტაიმი"

ამავე თემაზე