2020-01-24 17:23:01
მართლა კრიმინალური ხროვა იყო შესახედავად, ლაჩრულად, არაკაცურად დაესხნენ თავს და ათმა კაცმა ერთი ცემა - გაბაშვილი

მართლა კრიმინალური ხროვა იყო შესახედავად, ლაჩრულად, არაკაცურად დაესხნენ თავს და ათმა კაცმა ერთი ცემა - ასე აფასებს, თბილისის საკრებულოს წევრი გოკა გაბაშვილი, თბილისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევნა ხაბეიშვილის ცემის ფაქტს.

"არ გავა დღე, რომ ქართულმა ოცნებამ მორიგი სირცხვილი არ ჭამოს. ის რაც ჩვენ დღეს ვნახეთ იყო კიდევ ერთი ძალიან დიდი სირცხვილი. ჩვენ ვნახეთ როგორ შეიძლება გარდაუვალი პოლიტიკური მარცხის შიშმა, უარგუმენტობამ და ამ სირცხვილმა, რომელსაც შინაგანად განიცდიან, როგორც ჩანს ქართული ოცნების წევრები, ადამიანები აქციოს ჩვეულებრივ კრიმინალურ ხროვად. ეს იყო კრიმინალური ხროვის თავდასხმა ერთ ადამიანზე, სამარცხვინო თავდასხმა, როცა ათი ადამიანი ერთს ურტყამდა. აშკარად წინასწარ დაგეგმილი, არაფერი იმ სხდომაზე ისეთი არ ხდებოდა, რომ ასეთი რამ მომხდარიყო, გვახსოვს ბევრად უფრო მეტი სიტყვიერი, მწვავე კრიტიკა.

ეს იყო ჩაფიქრებული, რამდენიმე ადამიანის ერთბაშად თავდასხმა ერთ ადამიანზე. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური კრიტიკის თმენის ვალდებულება, არჩეულები არიან იმიტომ, რომ კრიტიკა ითმინონ და რამდენიმე დღის წინ ეთერში გამოთქმული კრიტიკის გამო, თუნდაც მათთვის მიუღებელი ფორმებით, 10 ადამიანი თავს ესხმის ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს და საერთოდ აზრს უკარგავენ საკრებულოს წევრობასაც. მართლა კრიმინალური ხროვა იყო შესახედავად, ლაჩრულად, არაკაცურად დაესხნენ თავს ადამიანს და ათმა კაცმა ერთი ცემა. ამას თუ გამართლება აქვს და ამას თუ იმით ვამართლებთ, რომ წინა დღეებში ვიღაცამ ვიღაცა გააკრიტიკა, ამათ დამთავრებული აქვთ პოლიტიკური ცხოვრება", - ამბობს გაბაშვილი.

ამავე თემაზე