2020-01-24 17:01:47
თბილისის საკრებულოს წევრი მოსკოვიდან - ვინ არის ხაბეიშვილზე თავდამსხმელი?

თბილისის საკრებულოში კომისიების სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, სცემეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს, რომელთა შორის ერთ ერთი იყო საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან ალექსანდრე ხუჯაძე. 

საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან ალექსანდრე ხუჯაძე 2017- დღემდე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრია.

2016-დღემდე - სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,ეი იქს AX“ - აღმასრულებელი დირექტორი

2006/2016 - თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი - უფროსის მოადგილე

2003/2005 - რუსეთის ფედერაცია მოსკოვის ოლქის რუზის რაიონის ფირმა ,, კოლოს“ - მენეჯერი

2000/2003 - ქ.თბილისის ს.ს.,, საქართველოს ბანკის” გლდანი -ნაძალადევის ფილიალი - ანგარიშის მმართველი

ამავე თემაზე