2020-01-24 16:56:51
ლომჯარიას თქმით, წულუკიანმა პატიმრებს გაუგზავნა სახიფათო გზავნილი, რომ მასთან კომუნიკაცია კონფიდენციალური არ არის 

სახალხო დამცველის განცხადებით, ბოლო დღეების მოვლენებით იუსტიციის მინისტრმა პატიმრებს გაუგზავნა "სახიფათო გზავნილი", რომ მასთან კომუნიკაცია კონფიდენციალურობის გარანტიით დაცული არ არის და ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს.

"თუკი პატიმრებს შეერყევათ 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა ჩვენი ინსიტუტის მიმართ, ჩვენთან კომუნიკაციის კონფიდენციალურობის თობაზე, ეს ფაქტი გამოიწვევს პატიმრების მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას. ეს წარმოადგენს სახალხლო დამცველის საქმიანობაზე ზეგავლენის და ხელშეშლის ფაქტს და გაზრდის არასათანადო მოპყრობას თუ სხვა უფლებადარღვევის ფაქტებს სისტემაში", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ამავე თემაზე