2020-01-24 16:25:30
იზორიას ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მედიაში გავრცელებულ ჩანაწერში შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე, თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება - საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყეს ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტზე.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მათ შორის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოწმე გიორგი დვალიშვილისგან ამოღებულ ვიდეო მასალაზე დანიშნულია, შესაბამისი ექსპერტიზები. საგამოძიებო მოქმედების ამოწურვის შემდეგ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას." - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე