2020-01-24 16:21:29
მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვისმინეთ პირადი შეურაცხყოფები - გიორგი ტყემელაძე

მინდა, ორივე მხარეს მოვუწოდო - მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დღევანდელი  დაპირსპირების შემდეგ აცხადებს. ტყემალაძის თქმით, მთელი დღის განმავლობაში ისმოდა პირადი შეურაცხყოფები.

"დღეს საკრებულოში მოხდა ინციდენტი. ჩვენ ყველამ ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირება, ასევე, ჩვენ ვისმინეთ მთელი დღის განმავლობაში პირადი შეურაცხყოფები. შესაბამისად, მე მინდა, ორივე მხარეს მოვუწოდო - მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან, როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ისე ფიზიკური დაპირისპირებისგან და სამუშაო რეჟიმში, პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ პროცესი.

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღეს საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე და იყოს მიღებული უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული" - ამბობს ტყემალაძე.   

ამავე თემაზე