2020-01-24 14:16:18
დვალიშვილის სახლთან სუს-ის წარმომადგენლები იღებდნენ ყველას, ვინც მასთან შედიოდა - დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ვიდეოს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვიდეო, რომელშიც ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს, სისტემურ დანაშაულს აჩვენებს სამართალდამცავ უწყებაში. დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ მხარდაჭერის გამოსაცხადებლად პოლიციელ გიორგი დვალიშვილის ოჯახში იმყოფებოდა. სახლიდან გამოსვლის შემდეგ კი დეკანოიძის თქმით, სახლთან დახვდა “სუს-ის წარმომადგენელი, რომელიც მათ ტელეფონით უღებდა”.

"მას შემდეგ, რაც მე გამოვედი მათი ბინიდან, დავტოვე ის ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ მცირეწლოვან შვილებთან ერთად, გარეთ, სადარბაზოში, ზუსტად ბინასთან დაგვხვდა სუს-ის წარმომადგენელი, რომელიც ტელეფონით იღებდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დვალიშვილთან შედიოდა, მათ შორის, მეც," - ამბობს დეკანოიძე. 

ამავე თემაზე