2020-01-24 13:08:29
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოითხოვეს საძინებელში მოიყვანეთ პატიმრებიო - წულუკიანი

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოითხოვეს საძინებელში მოიყვანეთ პატიმრებიო - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა postv-ის ეთერში განაცხადა. წულუკიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა გეგუთის ციხეში შესვლისას პატიმრებთან გასაუბრება საძინებელ ოთახში მოითხოვეს, რამაც მინისტრის თქმით, დაწესებულების დირექტორის შეშფოთება გამოიწვია. 

,,ქართველ პატიმრებზე, არ ვახსენე, ისედაც მეტისმეტი მოეჩვენა ზოგს ჩემი კრიტიკა ან უკმაყოფილება, მაგრამ იყო შარშან ერთი უცნაური ფაქტი. გეგუთში, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელები მივიდნენ და უნდოდათ პატიმრებთან გასაუბრება სწორედ ამ ანგარიშის შედგენის მიზნით, როგორც შემდეგ მითხრეს ძალიან სერიოზული შეშფოთება ჰქონია დაწესებულების დირექტორს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მათ თქვეს, რომ შიგნით სადაც პატიმრების საცხოვრებელი ადგილია, საკნებია თუ ეზო, თქვეს, რომ ჩვენ პატიმრებს იქ არ შევხდებით და მოითხოვეს და ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ მოთხოვნას არ დავემორჩილოთ, და მოითხოვეს საძინებელში მოიყვანეთ პატიმრებიო. ეს არის საძინებელი, ეს არ არის რაიმე ტიპის ოთახი. საძინებლებში მოგვიყვანეთ პატიმრებიო, რამაც გამოიწვია დირექტორის შეშფოთება, იმიტომ რომ ამ მონიტორინგის ჯგუფში არიან ახალგაზრდა ქალები, რა თქმა უნდა მამაკაცებიც. და რომ ვიკითხეთ რატომო? მივიღეთ პასუხი რომ ჩვენ აქ ვართ დარწმუნებული, რომ არავითარი მოსმენა და თვალთვალი არ ხორციელდებაო. ადმინისტრაციულ შენობაში სადაც ადვოკატებს იღებთ ჩვენ რა ვიცით რა ხდებაო. ციხის დირექტორი, რომ იყო შეშფოთებული ალბათ ამას ნებისმიერი ადამიანი გაიზიარებს. იმიტომ, რომ ის მის ტერიტორიაზე პასუხს აგებს, მათ შორის სახალხო დამცველის უსაფრთხოებაზე. რეალურად ეს ადამიანი იყო ძალიან მძიმე დღეში, სანამ ეს შეხვედრა არ დასრულდა საძინებელში",- განაცხადა თეა წულუკიანმა.  

ამავე თემაზე