2020-01-24 12:58:07
პირდაპირ ასახავს სისტემურ დანაშაულს, რომელიც არსებობს სამართლადამცავ უწყებებში - დეკანოიძე იზორიას ძმის საქმეზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ვიდეოს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვიდეო, რომელშიც ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს, სისტემურ დანაშაულს აჩვენებს სამართალდამცავ უწყებაში. დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ დანაშაულის დაფარვაში შსს-ს არაერთი მაღალჩინოსანი იყო ჩართული: შს მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, “ამ ფაქტის შესახებ იცის გიორგი გახარიამ”. 

“ეს ფაქტი შემაძრწუნებელია თითოეული პოლიციელისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის, ვინც თვლის, რომ საქართველოს პოლიცია უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და ადამიანის უფლებებს, პირდაპირ ასახავს სისტემურ დანაშაულს, რომელიც არსებობს სამართლადამცავ უწყებებში”. - აცხადებს დეკანოიძე. 

დეკანოიძის თქმით, ამ ფაქტიდან მალევე იზორიას ძმას მისცეს ოპერატიული საშვი, ე.წ. ნარუშილოვკა, რომლის მეშვეობითაც მას უპრობლემოდ შეეძლო ქალაქში გადაადგილება.

დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ მხარდაჭერის გამოსაცხადებლად პოლიციელ გიორგი დვალიშვილის ოჯახში იმყოფებოდა. სახლიდან გამოსვლის შემდეგ კი დეკანოიძის თქმით, სახლთან დახვდა “სუს-ის წარმომადგენელი, რომელიც მათ ტელეფონით უღებდა”.

 

 

ამავე თემაზე