2020-01-24 12:33:37
საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის საზღვარი ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა. ე.წ. რაზდახანის ე.წ.  საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ორი მიკროავტობუსით ათობით პენსიონერი გადავიდა.

ე.წ. საზღვარი 5 სექტემბერს ჩაიკეტა და დე ფაქტო რეჟიმის ეს გადაწყვეტილება სწორედ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს და იქ განვითარებულ კრიზისულ ვითარებას უკავშირდება.

 

 

 

ამავე თემაზე