2020-01-24 11:51:01
უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის წარმომადგენლებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ - ოხანაშვილი

უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის წარმომადგენლებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო გუნდში მოხდა ცვლილებები და ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირი კომუნიკაცია ამერიკელ კონგრესმენებთან, გავიდნენ გუნდიდან. 

„ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ის ადამიანები, ვინც მათ აწვდიდა ინფორმაციას, აღარ არიან ჩვენი გუნდის წევრები. როგორც ჩანს, არის ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი გუნდის იმ წევრებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგარეო ურთიერთობებზე ზუსტი და ობიექტური ინფორმაცის მიწოდებაზე, მიაწოდონ ჩვენს მეგობრობს, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის წარმომადგენლებს შესაბამისი ობიექტური და ზუსტი ინფორმაცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე