2020-01-24 10:21:00
მერაბიშვილს, ნაკანს და ოქრუაშვილს შეხვდა, მაგათ უფლებებს იცავსო - კომპრომატი შემოაგდო წულუკიანმა, მისი მოკლე ჭკუით - კახიძე

მერაბიშვილს, ნაკანს და ოქრუაშვილს შეხვდა, მაგათ უფლებებს იცავსო - კომპრომატი შემოაგდო, მისი მოკლე ჭკუით - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართევლოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი ე.წ მატორისოვის ციხეში პატიმრებს შეხვდა. 

,,წულუკიანმა კანონის დარღვევით გაავრცელებინა კონფიდენციალური ინფორმაცია სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე.

მერაბიშვილს, ნაკანს და ოქრუაშვილს შეხვდა, მაგათ უფლებებს იცავსო - კომპრომატი შემოაგდო, მისი მოკლე ჭკუით.

სინამდვილეში ხომ ესაა წულუკიანის მთავარი პრეტენზია ომბუდსმენთან - ნინო ლომჯარია არ არის ივანიშვილის სახალხო დამცველი.

წულუკიანი თვითონ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრია და მისი მარიონეტი. ასე წარმოუდგენია სხვა სახელმწიფო ინსტიტუცების მუშაობაც.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ საჭირო შეიქნა, სახალხო დამცველი ქ-ნი წულუკიანის და ბ-ნი ივანიშვილის უფლებებსაც დაიცავს და მათაც მოინახულებს შესაბამის დაწესებულებებში, რადგან ომბუდსმენი პატიმრებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ ახარისხებს",- ამბობს კახიძე.   

ამავე თემაზე