2020-01-24 10:23:19
თავისუფლების ინსტიტუტი ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს

მოძრაობა თავისუფლების ინსტიტუტი ითხოვს, ბიძინა ივანიშვილს სამეცნიერო ხარისხი ჩამოერთვას. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავისუფლების ინსტიტუტმა მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია მოსკოვიდან, რომელიც არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. ორგანიზაცია მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას "შეუსაბამო სამეცნიერო ხარისხი".

2006 წელს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს განათლების სამინისტროს სწავლულ ექსპერტთა საბჭომ ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სულიერების აღორძინებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

ამ თემაზე დღეს, 24 იანვარს, 11 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთანპრესკონფერენცია გაიმართება. 

ამავე თემაზე