2020-01-24 10:15:32
მთავარია, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგასთან ეს დროებითი გაურკვევლობა ვინმემ დასავლური განწყობების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს - მდინარაზე

მთავარია, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგასთან ეს დროებითი გაურკვევლობა ვინმემ დასავლური განწყობების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავჯდოამრე მამაუკა მდინარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრის შესახებ წერს. მდინარაძის თქმით, ელჩთან შეხვედრაზე ბოლო დროს საქართველოს მთავრობის მისამართით გავრცელებულ კრიტიკულ წერილებზე ისაუბრა. 

,,ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროპის მაღალი ტრიბუნიდან არ მივიღებთ არასწორ კრიტიკას. ზოგადად, კრიტიკას იმსახურებს ყველა ხელისუფლება, ყველას აქვს გარკვეული ხარვეზები, გარკვეული შეცდომები, მაგრამ ობიექტური კრიტიკა არის გაცილებით მისაღები, ვიდრე „ფეიკ ნიუსებზე“ დაყრდნობით გამოწვეული კრიტიკა. მთავარია, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგასთან ეს დროებითი გაურკვევლობა ვინმემ დასავლური განწყობების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს. ეს არის ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი საერთო მიზანი",- წერს მდინარაძე.  

ამავე თემაზე