2020-01-23 19:16:20
"ტერმინი "სახელმწიფოს მიტაცება" TI - ის ბერლინის ოფისს გიგაურმა მიაწოდა"

ტერმინი "სახელმწიფოს მიტაცება" TI - ის ბერლინის ოფისს გიგაურმა მიაწოდა - “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც მსოფლიოში კორუფციის აღქმის ინდექსს მოიცავს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და მასში ღიმილის მომგვრელი ტერმინებია გამოყენებული.

“მონაცემები არის წინააღმდეგობრივი იმიტომ, რომ ერთი მხრივ, საქართველო არის გამოკვეთილი, როგორც აშკარა ლიდერი ანტიკორუფციული თვალსაზრისით რეგიონში და ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი და ამასთან ერთად არის გამოყენებული ის ტერიმინი, რომელიც მიაწოდა ეკა გიგაურმა თავის ბერლინის ოფისს ეს არის “სახელმწიფოს მიტაცება”. თავის თავს ეწინააღმდეგება ეს კვლევა. ღიმილის მომგვრელი ტერმინებია გამოყენებული. ერთი მეორეს არ შეესაბამება. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ანტიკორიუფციული თვალსაზრისითაც 2012 წელთან შედარებით. ამას აჩვენებს ბევრი კვლევა. ამ რეალობას ვერ გაექცნენ, თუმცა შემდეგ ჩაწერეს ის ტერმინი რომელიც მოსწონს ეკა გიგაურს” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ამავე თემაზე