2020-01-23 19:05:08
„ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამების ფაქტები - კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამების ფაქტები - საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთხი კონგრესმენის  წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა, რომლებიც აუცილებლად გასწორდება.

„მე არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ კონკრეტული კონგრესმენები შეგნებულად აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ განცხადებებს, უბრალოდ არის განცხადებები, რომლებიც ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეფუძნება არასწორ ინფორმაციას. ამ ოთხი კონგრესმენის განცხადებებშიც ფაქტობრივი უზუსტობები იყო, ამას სჭირდება გამოსწორება და ჩვენ კონგრესმენებთან ერთად ამას ნამდვილად გამოვასწორებთ, რადგან საბოლოო ჯამში სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, ის არასწორი ფაქტები, რაც მოყვანილი იყო განცხადებაში, აუცილებლად გასწორდება. როდესაც ჩანაწერი ეხება ადამიანების, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, აქ არის უხეში ფაქტობრივი უზუსტობა. არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა არაპროპორციული ძალის გამოყენება. რაც შეხება 20 ივნისის მოვლენებს, გახსოვთ, რომ ეს იყო არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაც მოგვიანებით აღიარებითი ჩვენებით დაადასტურეს ჯერ ნიკა მელიამ, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა ადამიანების წამებისა და ძალადობის ფაქტები.

„თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდეც ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას თავის სასარგებლოდ და მაშინ იფუთებოდა ხოლმე სამწუხაროდ ძალიან მძიმე გადაცდომები ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ეს იყო სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამავე თემაზე