2020-01-23 18:27:56
წერილი შეიცავს არაერთ ფაქტობრივ უზუსტობას - კობახიძე კონგრესმენების წერილზე

არაერთი ცდომილებაა ასეთი, მათ შორის, რაც ეხება ძალის გამოყენებას ჩანაწერია, პროტესტის მონაწილების წინააღმდეგ ,აქ არის უხეში ფაქტობრივი უზუსტობა - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის განცხადებით, წერილში არაერთი ცდომილებაა, მათ შორის 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენებისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ნაწილში. კობგახიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ენმ-ის წევრების მიერ მიწოდებულმა ყალბმა ინფორმაციამ გაუჩინა კონგრესმენებს არასწორი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობისადმი.  
„არაერთი ცდომილებაა ასეთი, მათ შორის, რაც ეხება ძალის გამოყენებას ჩანაწერია, პროტესტის მონაწილების წინააღმდეგ, აქ არის უხეში ფაქტობრივი უზუსტობა. თქვენ იცით,რომ არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც ჩავარდა კანონპროექტი პროპორციული არჩევნების თაობაზე, არცერთხელ არ მომხდარა არაპროპორციული ძალის გამოყენება. რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, გახსოვთ, რომ ეს იყო არა მშვიდობიანი პროტესტი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რაც მოგვიანებით აღიარებით ჩვენებით დაადასტურეს ჯერ ნიკა მელიამ, შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა. ეს არის ფაქტობრივი უზუსტობები.

ასევე ანაკლიასთან დაკავშირებით არის არა ერთი ფაქტობრივი უზუსტობა. ყველამ ვიცით რაც მოხდა, იყო კომპანია,რომელსაც ჰქონდა აღებული ვალდებულება ინვესტორის მოზიდვის თაობაზე და ამ კომპანიამ ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა. თუ აქ იყო სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესი, მითუმეტეს გლობალური პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესი, ბუნებრივია, არავითარი პრობლემა ინვესტორის მოზიდვასთან დაკავშირებით არ იქნებოდა. თუმცა ხედავთ, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა საკუთარი ვალდებულების შესრულება და ეხლა ცდილობენ ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომ პოლიტიკა გამოიყენონ, როგორც ერთგვარი იმუნიტეტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართლებითაც, რომ მათ სურთ პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ ის უპასუხისმგებლობა, რომელიც გამოავლინეს ამ პროექტის განხორციელების დროს. მათ ვერ შეძლეს ინვსტორების მოზიდვა და ეხლა ცდილობენ, რომ სხვას გადააბრალონ საკუთარი არასწორი მოქმედება, თუ ვალდებულების ვერშესრულება“, - განაცხადა კობახიძემ.  

ამავე თემაზე