2020-01-23 17:29:42
ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ესაა ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა - გახარია

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსში განაცხადა, სადაც მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან, ბიზნესლიდერებთან, მათ შორის „ვოლვო ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ერთადერთი გზაა, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე