2020-01-23 17:00:45
ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ მომრავლდნენ პოლიტიკოსები, ვინც აშშ-ის სახელით ელაპარაკება ხალხს - კაკულია 

ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ მომრავლდნენ პოლიტიკოსები, ვინც აშშ-ის სახელით ელაპარაკება ხალხს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, საქართველოს ხელისუფლებისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

"ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ ძალიან გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საქართველოს საზოგადოებას და არა პირიქით, ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესმენების წერილი, რა რაოდენობაზეც არ უნდა იყოს საუბარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის ოფიციალური პოზიცია, პირველ რიგში უნდა ვეძებოთ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ იხმარა სიტყვა პროგრესი და აღნიშნა ასევე ისიც, რომ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ სტადიაზე ჩვენი ურთიერთობების, ამიტომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციონერების და ამ მიმართულებით მაღალი უნარის მქონე პოლიტიკოსების, რომლებიც არ იშურებენ არავითარ ენერგიას, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია გააკეთონ იმ უარყოფითი ტექსტების შექმნაში, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.

ამ პოლიტიკოსებს მინდა ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრა, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ და ამისთვის არსებობს არჩევნები, და სწორედ მათი სახელით მოსულ პოლიტიკოსებს უნდა მისცეს ხმა მომავალი არჩევნების დროს. ასევე, ყველას ვთხოვ, რომ იმუშაოს ამაზე და რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება, ეს იქნება ამერიკელი კონგრესმენი, თუ ბრიტანელი ან ფრანგი და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დარჩეს ყურადღების გარეშე, არც დარჩება და არც დარჩენილა არასოდეს.” - აცხადებს კაკულია.

ამავე თემაზე