2020-01-23 16:48:59
სრულიად მკაფიოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან არჩევნებს არ გაგაყალბებინებთო - ბერძენიშვილი კონგრესმენების წერილზე

სრულიად მკაფიოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან არჩევნებს არ გაგაყალბებინებთო -ასე აფასებს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში, ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილს.

"სრულიად მკაფიოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან არჩევნებს არ გაგაყალბებინებთო. როდესაც ლაპარაკია ანაკლიის ღრმაწლოვან პორტზე, ამერიკის ინტერესების შეზღუდვაზე, ამერიკული კომპანიების დაზარალებაზე, პუტინისკენ გახედვაზე, ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის ინტერესების სერიოზული გააზრება და მხარდაჭერა და საქართველოს ხელისუფლება ამ ინტერესების წინააღმდეგია.” - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამავე თემაზე