2020-01-23 16:05:09
საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი - მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნატო-ს ჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა.

„არ მესმის რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან რატომ არ გავააქტიურეთ საქართველოს წევრობის გეგმა. ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ რუსეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ არიან შეთანხმებულნი, რომ მოიწვიონ საქართველო, რადგან მათ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.  

ამავე თემაზე