2020-01-23 15:47:43
ეს კონგრესმენები საქართველოს წლებია, თვალს ადევნებენ და არც დიმიტრი ხუნდაძის და არც რომელიმე „ქოცი“ დეპუტატის წერილი ამ სიტუაციას არ გამოასწორებს - კაპანაძე

ეს კონგრესმენები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული, რა ხდება. საქართველოს წლებია, თვალს ადევნებენ და არც დიმიტრი ხუნდაძის და არც რომელიმე რიგითი „ქოცი“ დეპუტატის წერილი ამ სიტუაციას არ გამოასწორებს - აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე კონგრესმენსბის წერილთან დაკშირებით. კაპანაძის შეფასებით, კონგრესმენების კრიტიკული წერილი აშშ-ის და კონგრესის დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

„კონგრესმენების ძალიან კრიტიკული წერილი აშშ-სა და მთლიანად კონგრესის ძალიან ნიშანდობლივი დამოკიდებულებაა. აღნიშნულ წერილზე საუბარი და თქმა, რომ ეს მხოლოდ ოთხი კონგრესმენის წერილია 400-ზე მეტი კონგრესმენისგან, არის ჩვეულებრივად სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აგონებენ ამას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, კონგრესმენი წლებია, თვალს ადევნებენ ვითარებას საქართველოში და ძალიან არიან ინფორმირებული.

„ეს კონგრესმენები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული, რა ხდება. საქართველოს წლებია, თვალს ადევნებენ და არც დიმიტრი ხუნდაძის და არც რომელიმე რიგითი „ქოცი“ დეპუტატის წერილი ამ სიტუაციას არ გამოასწორებს. იმისთვის, რომ კონგრესმენებმა დამოკიდებულება შეიცვალონ, ქვეყანაში ხელისუფლების პოზიცია რადიკალურად და დრამატულად უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში, საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში და ასევე, პოლიტიკურ დევნასთან მიმართებაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი შეფასებები აუცილებლად გაგრძელდება და ჯამში, ქვეყნის რეპუტაციასაც დააზარალებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.  

  

ამავე თემაზე