2020-01-23 15:33:13
შოლტი შოლტზეა, რომელსაც იღებს საერთაშორისო ასპარეზზე ყოველდღიურად „ქართული ოცნება" და პირადად ბიძინა ივანიშვილი - ვაშაძე

ყველა კვლევა, რაც ტარდება, სწორედ ამას მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება" დასრულებულია, ისინი დინების წინააღმდეგ მიდიან - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

გიორგი ვაშაძემ კონგრესმენსბის მიერ გიორგი გახარიასადმი გამოგზავნილ წერილზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ხელისუფლება ,,ფაქტობრივად, შოლტი შოლტზეა, რომელსაც იღებს საერთაშორისო ასპარეზზე".

გიორგი ვაშაძემ  ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს მიმართა და სინერგიული ქმედებებისკენ მოუწოდა.

„მინდა, ოპოზიციურ პარტიებს მივმართო და ვუთხრა: მეგობრებო, ყოველთვის შევეცადოთ, ეს კინკლაობები დავივიწყოთ, რაც არის ხოლმე. ჩვენს ერთიანობაში არის ქვეყნის გადარჩენის საბოლოო გამოსავალი. ჩვენ უნდა გვქონდეს სინერგიული ქმედებები, რათა 2020 წლის არჩევნებით ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი. ყველა კვლევა, რაც ტარდება, სწორედ ამას მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება" დასრულებულია, ისინი დინების წინააღმდეგ მიდიან და ამ საშინელ პროცესს, რაც ხდება ქვეყნის უკუსვლის კუთხით, ჩვენ აუცილებლად ერთიანი ძალებით გავაჩერებთ. აღმავლობის ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანას, ეს ჩვენს ხელშია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ამავე თემაზე