2020-01-23 15:22:03
შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის დესტაბილიზაცია - კალანდიას ადვოკატი

შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის დესტაბილიზაცია - ამის შესახებ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოყენება ხდება „ვიწრო მერკანტილური, პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად“.

„ჯერ კიდევ არიან ამ საქმის უკან მდგომი ისეთი ძალები, ვისაც აინტერესებს დესტაბილიზაცია და ჭეშმარიტების არდადგენა აღნიშნულ საქმეზე. აქედან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის დესტაბილიზაცია და ამ საქმის გამოყენება მათი ვიწრო მერკანტილური, პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ამავე თემაზე