2020-01-23 15:05:32
შალვა თადუმაძე არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესის მოსამართლეც არ უნდა იყოს - გიგაური

 ვფიქრობთ, რომ არც ეზენაესი მოსამართლე უნდა იყოს ის და ცხადია, არ უნდა გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. გიგაურის აზრით, შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის შესაბამისი კადრი არ არის. 

„ეს ალბათ ჩვენთვის ახალი ინფორმაცია არ არის, რადგან თავის დროზე როდესაც თადუმაძე მონაწილეობდა კონკურსში, მან თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს. ვფიქრობთ, შეცდომა იყო საერთოდ მისი ამ კონკურსში მინაწილეობა, პარლამენტმა სათანადოდ არ გადაამოწმა მისი განათლების საკითხი და  დიპლომის მართებულობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც ეზენაესი მოსამართლე უნდა იყოს ის და ცხადია, არ უნდა გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. თუმცა ალბათ მთავარია, რომ რადგანაც ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ის გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რათა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყოს ლოიალური და მისი ერთგული“ ,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე