2020-01-23 15:00:42
მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

სასწრაფოდ!

ახალი ქართველი მილიონერის ძებნის ოპერაციას საქართველოს ეროვნული ლატარია ოფიციალურად გახსნილად აცხადებს. მეტი ინფორმაციისთვის ვაზუსტებთ, რომ ჯეკპოტის მომგები ბილეთი, რომლის მოგებამაც შეადგინა 1 მილიონ 182 ათას 454 ლარი გაიყიდა 18 იანვარს, აჭარის რეგიონში, ბათუმში 13:31 წუთზე.  უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც მითითებულ დროს, ბათუმში გაქვთ შეძენილი ლოტო 6/42 ის ბილეთი და არ მიგიდევნებიათ თვალი გათამაშებისთვის, არ გადაგიმოწმებიათ ციფრები საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე www.lotto.ge, დაგვიკავშირდით 032 2 00 77 00  შეგახსენებთ რომ ლოტო "6/42" - ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული ციფრებია: 17; 24; 25; 29; 33; 36

თუ იცით რომ რომელიმე თქვენი ნაცნობი პერიოდულად თამაშობს ლატარიას, დაუკავშირდით! შეახსენეთ გადაამოწმოს მოცემული ციფრები!

 

არ დაგავიწყდეთ უნდა წარმოადგინოთ მოგებიანი ბილეთი.

ამავე თემაზე