2020-01-23 14:29:28
ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თვაზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად - ლუკა კალანდია

ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თვაზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ეზოში, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ინციდენტის შემდეგ განაცხადა. მიხეილ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის სასამართლოში დაპირისპირება მოხდა. მოწმის დაკითხვის დროს, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს მიმართა, რომ „მოწმის ჩვენება საკმარისია მისთვის“. ლუკა კალანდია განმარტავს, ეს ინციდენტი პროვოცირებული იყო.

„გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია, ზურაბ თოდუას რომ უთხრა, ეს იყო განაჩენიო. რას ეძახის განაჩენს, ამდენი ხანი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება რომ არ გამოჩნდა და იმას, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ? ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია სარალიძის თანმხლები პირის მხრიდან, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი შენ ერთი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას? ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვაქვს? ამდენი ხანი გარდაცვლილების სულებს პატივს ვცემდით, ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თვაზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად", - განაცხადა ლუკა კალანდიამ. 

 

 

 

ამავე თემაზე