2020-01-23 13:34:46
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კერძოდ ვუჰანშიკორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17 ადამიანამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN აქვეყნებს.

გარდა ამისა, ქალაქი, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, „ჩაიკეტება“ – ხელისუფლების განცხადებით, აეროპორტები და სარკინიგზო სადგურები დაიკეტება ქალაქიდან გამსვლელი მგზავრებისთვის. აგრეთვე აღარ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, დაფიქსირებულია 547 შემთხვევა თავად ჩინეთში. აგრეთვე, დაფიქსირდა შემთხვევები მაკაოსა და ტაივანში.   

ამავე თემაზე