2020-01-23 13:07:32
ჩინური ბაზარზე, საიდანაც მომაკვდინებელი კორონა ვირუსი გავრცელდა, ცოცხალი კოალების, გველების, ვირთხებისა და მგლების გაყიდვის ფაქტი აღმოაჩინეს

ჩინური საჭმლის ბაზარზე, საიდანაც მომაკვდინებელი კორონა ვირუსი გავრცელდა, ცოცხალი კოალების, გველების, ვირთხებისა და მგლების გაყიდვის ფაქტი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრის თანამშრომლები ადგილობრივ მოქალაქეებზე აღნიშნულ ცხოველებს ყიდიან, რომლებსაც საჭმელად იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ზელანდიის მედია ავრცელებს.

ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარი ქალაქ ვუჰანში ჩინელი სამართალდამცავების გამოძიების ობიექტს წარმოადგენს. მათი თქმით, სწორედ ის გარეული ცხოველები იყვნენ დაავადების მატარებლები, რომლებსაც მოსახლეობა აქტიურად ყიდულობდა.

ჩინური მედიის ინფორმაცით, ბაზრის სარეკლამო დაფაზე მოცემული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მომხმარებელ სურვილის შემთხვევაში შეეძლო, შეესყიდა ცოცხალი მელიები, ნიანგები, მგლის ლეკვები, სალამანდრები, ფარშევანგები,კოალები, ვირთხები და მაჩვზღარბები. აღნიშნულმა შოკისმომგვრელმა ინფორმაციამ ჩინურ სოციალურ მედიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია .

ბაზრის შესასვლელში მოცემულია დაფა, სადაც 112 ცოცხალი ცხოველის სია იყო წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, კორონა ვირუსის შედეგად 500 ადამიანია ინფიცირებული და 17 გარდაცვლილი, თუმცა ადგილობრივების თქმით, გაცილებით მეტია დაავადებულთა რიცხვი და ის 10 000-ზე მეტს აღემატება.

 

 

ამავე თემაზე