2020-01-23 13:00:41
წერილში ცხადია არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს - იონათამიშვილი

წერილში ცხადია არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით აცხადებს.  

"ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ 4 კონგრესმენის წერილი და კონგრესის ორპარტიული მხარდამჭერი რეზოლუცია ლამის ერთ სიბრტყეში დააყენონ და თანაბარი მნიშვნელობის გამოხატულებად წარმოგვიდგინონ. ეს ნამდვილად მცდარია და პოლიტიკურ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება თავად წერილის შინაარსს, ცხადია, აქ არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტების შემდეგ, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება და მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია, შეფასებები იქნება ობიექტური და პოზიტიური,"- აცხადა იონათამიშვილი.     

 

 

ამავე თემაზე