2020-01-23 12:52:20
დაირღვა კონფიდენციალობის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის სახალხო დამცველის საქმიანობისას - სულხან სალაძე წულუკიანის მიერ გავრცელებულ კადრებზე

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა. სალაძის თქმით, უნდა იყოს გამოძიებული, რამდენად კანონიერად ჩაიწერეს ეს ვიდეოები და იყვნენ თუ არა წინასწარ გაფრთხილებული ის ადამიანები, რომლებიც კადრებში ჩანან.

„ამ კადრების გავრცელებით, დაირღვა კანონი და ვთხოვთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ამ კადრების გავრცელების კანონიერება. მათ შორის ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენლის იდენტიფიცირებული სახით წარმოჩენა ამ ვიდეოკადრებში და არამარტო ის, სასჯელაღსრულების თანამშრომლების იდენტიფიცირებაც შესაძლებელია იმ ვიდეოკადრებში, რაც ჩვენ ვნახეთ თავის დროზე,“ - აცხადებს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.       

ამავე თემაზე