2020-01-23 12:43:40
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა - TI

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის 2019 ინდექსი“. ორგანიზაცია მსოფლიოს 180 ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ ვითარებას აფასებს.

საქართველო 44-ე ადგილზეა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით პოზიციების გაუარესებას გულისხმობს. 2018 წელს საქართველო 41-ე ადგილზე იყო.

საქართველოს 100 საუკეთესო ქულიდან 58 აქვს მინიჭებული.

კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ისეთ ქვეყნებშია, როგორიც არის გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია და სხვა.  

ამავე თემაზე