2020-01-22 20:56:12
სალომე ზურაბიშვილმა "მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი" მიიღო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი მიიღო. მათი განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა გადასცა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა იესო ქრისტეს საფლავის ეკლესიაც მოილოცა, სადაც მას პირადად პატრიარქი წარუძღვა. მათივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ მათ იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და ამ საქმიანობას პატრონაჟს ზურაბიშვილი გაუწევს.

ამავე თემაზე