2020-01-22 19:36:21
გასულ სამ წელიწადში მერიამ საწვავში 4.7 მილიონი დახარჯა

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, თბილისის მერიამ 2018-2019 წლებში საწვავში 3.3 მილიონი ლარი დახარჯა.

თბილისის მერიის საწვავის ხარჯებმა 2017 წელს 1 393 246 ლარი შეადგინა, 2018 წელს 1 683 244 ლარი, ხოლო 2019 წელს 1 614 552.

ამჟამად თბილისის მერიას 353 ავტომობილი ემსახურება. ამათგან 105 მერიამ 2018 წელს შეიძინა, რაზეც ხუთ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. შესაბამისად, თითოეული ავტომობილის საშუალო ფასი 51 ათას ლარს აღწევდა.

ამავე თემაზე