2020-01-22 19:01:51
ვულოცავ კალაძეს, რომ გივი გუმბარიძის შემდეგ ის თბილისის ისტორიაში ჩაეწერება პარლამენტისთვის ღობის შემომრტყმელად - ელისაშვილი

ვულოცავ კალაძეს, რომ გივი გუმბარიძის შემდეგ ის თბილისის ისტორიაში ჩაეწერება პარლამენტისთვის ღობის შემომრტყმელად - ამის შესახებ განცხადება, „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ  10 ათასი ადამიანი თუ სჭირდებოდა ქუჩის გადაკეტვას, ახლა დასჭირდება 3ათასი კაცი.

„იყო ერთი კაცი, გივი გუმბარიძე, ცეკას პირველი მდივანი და ჩემს ბავშვობაში, კარგად მახსოვს 9 აპრილის აქციების მერე ღობე შემოარტყა ამ ადგილს, რომ აქციებზე ხალხი არ მოსულიყო. ვულოცავ კალაძეს, რომ გივი გუმბარიძის შემდეგ ის თბილისის ისტორიაში ჩაეწერება პარლამენტისთვის ღობის შემომრტყმელად. რა თქმა უნდა, მაშინაც და ახლაც ბიძგი არის ის, რომ ხალხის ეშინიათ. ხალხის ეშინიათ, რომ აქ აქცია არ გაიმართოს, მაგრამ სინამდვილეში რამხელა სისულელეა წარმოიდგინეთ და როგორ გვეხმარება ჩვენ. 10 ათასი ადამიანი თუ სჭირდებოდა ქუჩის გადაკეტვას, ახლა დასჭირდება 3ათასი კაცი და ააშენებთ ღმერთი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამავე თემაზე