2020-01-22 18:52:18
31 დეკემბერს დაკავებულ ზუკა ბერძენიშვილზე და 3 აქტივისტზე საქმის წარმოება შეწყდა

31 დეკემბრის ღამეს დაკავებულ აქტივისტებზე დღეს 22 იანვარს საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოძრაობა „სირცხვილიას“ ინფორმაციით, მოსამართლემ 4 აქტივისტზე საქმის წარმოება შეწყვიტა, ერთს კი სიტყვიერი შენიშვნა მისცა. კერძოდ:

ბექა კოკაიას, გიორგი მუმლაძის, ზურაბ ბერძენიშვილის და ლაშა ბურდულის მიმართ ადმინისტრაციული დევნა შეწყდა.

აქტივისტები 30-31 დეკმებრის ღამეს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მერიამ პარლამენტის წინ კარვების აღება და ატრაქციონების განთავსება დაიწყო, რასაც დემონსტრანტების პროტესტი მოჰყვა. აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მათ ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

ამავე თემაზე