2020-01-22 17:33:39
ამერიკელებისთვის დამერეკა? იქნებ არ თვლის აშშ-ის ის 4 კონგრესმენი, რომ საჭიროა ამის გამოქვეყნება. თუ საჭიროდ ჩათვლიან, გამოაქვეყნებენ - გაჩეჩილაძე

,,ქართული ოცნების" დეპუტატი, გია გაჩეჩილაძე ამბობს რომ მან არ იცის კონგრესმენების მიერ გაომგზავნილი წელის შინაარსი და მაშის გაეცნობა როდესაც ის გამოქვეყნდება. 

 "მე არ ვიცი, ამერიკული მხარე რატომ არ აქვეყნებს. ადრე ხომ აქვეყნებდა, როცა ან განცხადებას აკეთებდა, ან წერილს გზავნიდა. როგორც თქვენ იცით, ისე ვიცი მეც.

ამერიკელებისთვის დამერეკა? იქნებ არ თვლის აშშ-ის ის 4 კონგრესმენი, რომ საჭიროა ამის გამოქვეყნება. ისინი არიან ავტორები. თუ საჭიროდ ჩათვლიან, გამოაქვეყნებენ და მერე ალბათ საქართველოს მხარეც გამოაქვეყნებს. ალბათ ქართული მხარე მათ ელოდება. რა არის ამაში გასაოცარი.

მე არ ვიცი ამ წერილის შინაარსი, არ ვიცი, რა წერია. რაღაც მიზეზების გამო არ აქვეყნებს ის 4 კონგრესმენი, ხო, ფაქტია.

იქნებ პირადულია რამე. არ ვიცი, ხომ შეიძლება, რამე იყოს ისეთი, რომელიც არ ექვემდებარება გამოქვეყნებას ამერიკული მხარის თვალსაზრისით", - ამბობს ა დეპუტატი ,,ტაბულასთან". 

ამავე თემაზე