2020-01-22 16:38:04
ეჭვი მაქვს, რომ ისეთი მასალით შემოღობეს, სტიკერიც ვერ გაეკრას ამდენი იფიქრეს, რა დღეში არიან, მართლა სასაცილოა ასეთ მდგომარეობაში ხელისუფლება - ხოშტარია

ეჭვი მაქვს, რომ ისეთი მასალით შემოღობეს, სტიკერიც ვერ გაეკრას ამდენი იფიქრეს, რა დღეში არიან, მართლა სასაცილოა ასეთ მდგომარეობაში ხელისუფლება - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლებას ეშინია პარლამენტთან ხალხის შეკრების.

„რა გონიათ პარლამენტი გაქრა ამის გამო? აქ ვეღარ მოვალთ? გზა უფრო ადვილად გადაიკეტება რუსთაველზე. სისულელე და სასაცილოა. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ხალხი არ შეიკრიბოს აქ და ასახავს იმ შიშის, რომელიც აქვთ ხალხის შეკრების. ეჭვი მაქვს, რომ ისეთი მასალით შემოღობეს, სტიკერიც ვერ გაეკრას ამდენი იფიქრეს, რა დღეში არიან, მართლა სასაცილოა ასეთ მდგომარეობაში ხელისუფლება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე