2020-01-22 16:31:39
ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე სახალხო დამცველის დადუმების მცდელობა გამოიკვეთა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საკომიტეტო მოსმენის დროს, გუშინ გამოჩნდა მცდელობა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს შეზღუდვები დაუწესდეს. ჩუგოშვილის თქმით, სახეზეა საშიში დინამიკა. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ საკომიტეტო სხდომაზე ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის შესახებ იუსტიციის მინისტრის და სახალხო დამცველის მოხსენებებს. 

„ჩემთვის გუშინ გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს და ძალიან თავშეკავებულად აკეთოს თავისი საქმე, რომ არ გააღიზიანოს სხვადასხვა პირები. ეს საშიში დინამიკაა. ასეთი პერიოდები მახსოვს. მე, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილ თავმჯდომარეს, გამომივლია მსგავსი შემთხვევები და კარგად არ სრულდება ხოლმე. იმის ნაცვლად, მსჯელობა გამართულიყო იმაზე, პროგრესის მიუხედავად არსებულ გამოწვევებს როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ, სხვა ტაქტიკა იქნა არჩეული. კერძოდ, ომბუდსმენზე შეტევის, პირადი შეურაცხყოფის, მისი დადუმების მცდელობა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე