2020-01-22 16:20:43
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გამოგლიჯა ოლიგარქს ხელიდან პროპორციული არჩევნების დაპირება” - ვაშაძე

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გამოგლიჯა ოლიგარქს ხელიდან პროპორციული არჩევნების დაპირება - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, გადაცემაში “ღამის აქცენტები”, ისაუბრა. ვაშაძე პროპორციული არჩევნების შესახებ დაპირებას ენმ-ის და “გაერთიანებული ოპოზიციის” მონაპოვრად მიიჩნევს.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გამოგლიჯა ოლიგარქს ხელიდან პროპორციული არჩევნების დაპირება” – განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ვაშაძეს შეახსენა, რომ ამ მოთხოვნას აქტივისტები და სხვადასხვა აქტორიც აყენებდა და ეს მხოლოდ ენმ-ის მონაპოვარ არ იყო, რაზეც ვაშაძემ უპასუხა:

“როგორ არ ყოფილა, მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი. ახალგაზრდები და ეს ყველაფერი შესანიშნავია, დიდი მადლობა ყველას ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი, ეს კაციშვილს არ უხსენებია და ამის დოკუმენტური მტკიცებულება ძალიან ადვილად მოიპოვება” – თქვა ვაშაძემ.

ამავე თემაზე