2020-01-22 16:19:05
ყველა ინციდენტში მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნაშავეებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ-ზაზა სარალიძე

მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც 2017 წლის 1 დეკემბრის ინციდენტში მონაწილეებსა და მშობლებს მიმართავს.

"პირველი რადიო" სარალიძის FACEBOOK პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"2017ვწლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი თუ რას ნიშნავდა დაზარალებულის სტატუსი ჩემთვის.

ბოდიშს გიხდით გულახდილობისთვის მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

ყველა ინციდენტში მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნაშავეებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ.

თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ ვიდრე ჩემი ოჯახი.

ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება

ამავე თემაზე