2020-01-22 16:15:17
რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან აქციები ჩატარდება - ბოკერია

რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან აქციები ჩატარდება - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კითხვას, პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და ჯებირების აღმართვა შესაძლებელია თუ არა, მიანიშნებდებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს არ ჩატარდეს აქციები და პროტესტს ხელი შეუშალონ.

„საოცარია, კიდევ ერთი უტიფრობის და აბსურდული არგუმენტების მოშველიებით, მოვისმინეთ განცხადება კალაძისგან, რატომ გააკეთა ეს. მაგრამ ეს არის ზუსტი სიმბოლო იმ პირველი ჯებირების აღმართვის არ იყოს, რამხელა უფსკრულია ივანიშვილის, მის „კლოუნებს“, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამიტომ სიმბოლური ამბავია ეს. მშვიდობიანი აქციები რუსთაველის გამზირზე ჩატარდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე