2020-01-22 16:11:11
იმედია, მომავალი თაობები შეგვინარჩუნებენ ამ მეხსიერებასაც და ამ ფილებსაც - ჭიაბერაშვილი

იმედია, მომავალი თაობები შეგვინარჩუნებენ ამ მეხსიერებასაც და ამ ფილებსაც - პარლამენტის წინ მერიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუქით ეხმაურება.

"როდესაც პარლამენტის წინა სივრცის რეკონსტრუქცია გაკეთდა და 9 აპრილის მემორიალი დაიდგა, ახლად დაგებულ ფილებს შორის შენარჩუნდა ის ფილები, რომელზედაც ქართველების სისხლი დაიღვარა 1989 წლის 9 აპრილს (იხ. ფოტოებზე). პრორუსული "ოცნებისგან" ისიც მოსალოდნელია, ჩვენი ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ. ამიტომ წინმსწრებად ვწერ, როგორც გაფრთხილებას. იმედია, მომავალი თაობები შეგვინარჩუნებენ ამ მეხსიერებასაც და ამ ფილებსაც." - წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.


 

ამავე თემაზე