2020-01-22 13:07:22
კალაძემ გაიღვძა და თურმე გამწვანების პროექტი უნდა შემოგვთავაზონ... შეშინებულები არიან, ოღონდ აქ აქცია არ იყოს - ხოშტარია

ვითომ გაამწვანეს აქაურობა, ცხადია, შეშინებულები არიან, ოღონდ აქ აქცია არ იყოს - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას.  ხოშტარიას თქმით, აქციები გაგარძელდება პარლამენტის მიმნდებარე ტერიტორიაზე, ბიძინას სახლთანაც, მათ ოფისთანაც და პიკეტიც გაგრძელდება.  

,,ხელისუფლება სასაცილოა, პრაქტიკულად, გვეუბნებიან, ოღონდ აქ არ შეიკრიბოთ და აღმშენებლობას დავიწყებთო. ჯერ რაღაც რკინის ღობეები აღმართეს, ოღონდ აქცია შეეფერხებინათ, შემდეგ ზვიგენი მოიყვანეს, რომელიც ისეთი საშინელება იყო, თვითონ მოუწიათ წაღება. ახლა, ვითომ გაამწვანეს აქაურობა, ცხადია, შეშინებულები არიან, ოღონდ აქ აქცია არ იყოს. რა თქმა უნდა, აქცია იქნება. პირიქით, ხელი შეუწყვეს გზის უფრო მარტივად გადაკეტვას.

რა თქმა უნდა, აქცია იქნება, ამ ტერიტორიაზეც, ბიძინას სახლთანაც, მათ ოფისთანაც. პიკეტიც გაგრძელდება. უბრალოდ, კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება ხელისუფლება. აქ არის დაღვრილი სისხლი, აქ არის დაკარგული თვალები აქ მიდის მნიშნველოვანი საპროტესტო მოძრაობა მოტყუებული პროპორციულის გამო. კალაძემ გაიღვძა და თურმე გამწვანების პროექტი უნდა შემოგვთავაზონ აქ. ჩვენეს გეგმებს ეს, რა თქმა უდნა, არ ცვლის, უბრალოდ კიდევ უფრო ასუსტებს მათ პოზიციებს",- აცხადებს ხოშტარია.  

ამავე თემაზე