2020-01-22 13:05:10
სანამ "ქართული ოცნება" არ დაჰყვება საზოგადოების ნებას, ეს გააადვილებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და ამაზე პასუხისმგებელი კალაძე იქნება - კანდელაკი

სანამ "ქართული ოცნება" არ დაჰყვება საზოგადოების ნებას, ეს გააადვილებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და ამაზე პასუხისმგებელი კახა კალაძე იქნება - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რკინის ჯებირებით შემოღობვის ფაქტს.

"ხანდახან გასაკვირია ხოლმე, რატომ იხდიან თავს სამასხარაოდ. ეს პროტესტის ადგილია. პროტესტი გაგრძელდება და "ქართულ ოცნებაზე" წნეხი გაძლიერდება. კი ბატონო, შემოღობონ. პირიქით, აქციების და პარლამენტის პიკეტირების დროს, რაც ცხადია, გაგრძელდება, სანამ "ქართული ოცნება" არ დაჰყვება მთლიანად საზოგადოების ნებას, ეს გააადვილებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და ამაზე პასუხისმგებელი კახა კალაძე იქნება", - განაცხადა კანდელაკმა.

ამავე თემაზე