2020-01-22 13:00:22
რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი, რომ ქართული ოცნება არის საერთაშორისო იზოლაციაში - კანდელაკი

რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი, რომ ქართული ოცნება არის საერთაშორისო იზოლაციაში - კანდელაკი - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.  

“საქართველოს საკითხები მათ ეხებათ პირველ რიგში შეერთებული შტატების კონგრესში და ისინი წლების განმავლობაში გვერდით ედგნენ ჩვენს ქვეყანას და იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის. მაგალითად, ის რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო თავდაცვითი იარაღი, მათ შორის პირველ რიგში ამ კონგრესმენების დამსახურებაა. რეალობას უნდა გაუსწოროს ქართულმა ოცნებამ თვალი, რომ ქართული ოცნება არის საერთაშორისო იზოლაციაში და რაც მალე დაყვება საზოგადოების ნებას და ჩვენი პარტნიორების ნებას, მით უკეთესი მათთვის",- აცხადებს კანდელაკი. 

 

ამავე თემაზე