2020-01-22 13:00:36
ჩოგოვაძე თანამდებობას დატოვებს

თებერვლიდან საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას დატოვებს.  გიორგი ჩოგოვაძე საქმიანობას, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა - რა პოზიციაზე, ჯერჯერობით, უცნობია.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული არ დაადასტურეს.

შეგახსენებთ: გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან იყო. 2019 წლამდე მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჩოგოვაძე ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.

ამავე თემაზე