2020-01-22 12:04:09
ველოდები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - სტეფ ბლოკი 2020-ის არჩევნებზე

ველოდები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში -  ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა განაცხადა, რომელიც თბილისში იმყოფება. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები რეფორმების განხორციელების გზაზე, საქართველოს მოკავშირედ რჩება. 

"მძიმე შრომის და რეფორმების შედეგად საქართველო იქცა სამაგალითო ქვეყანად რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს აჩენს მაღალ მოლოდინს, რომ სტანდარტი შეუნარჩუნდეს. ველოდები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში. მსურს ხაზი გავუსვა ორივე მხარის ჩართულობის მნიშვნელობას, რომ შენარჩუნდეს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი, ეს საქართველოს აქცევს უფრო ძლიერს, როგორც დემოკრატიას და როგორც ერს. ნიდერლანდები რჩება თქვენს მოკავშირედ რეფორმირების გზაზე," - განაცხადა სტეფ ბლოკმა.  

ამავე თემაზე