2020-01-22 11:59:59
როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, ივანიშვილის ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება, ეს ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან - სამადაშვილი

როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე, ეს გზავნილი დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. სამადაშვილის თქმით, კონგრესში საქართველოს მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გავიდეს ევროატლანტიკურ ორბიტაზე და საქართველოს ჰქონდეს ეკონომიკური წარმატება.

„როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე, ეს გზავნილი დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მოვიცილოთ ეს დაბრკოლება, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წარმატების გზაზე და არჩევნების გზით შევცვალოთ ქვეყანაში ხელისუფლება. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არანაირი ნდობის კრედიტი აღარ აქვს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირში, ეს ჩვენ კარგად დავინახეთ, როგორც ამ წერილებიდან, ასევე იმ დებატებიდან, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

 

ამავე თემაზე